წესები და პირობები

ვებსაიტის მოხმარების წესები და პირობები

როდესაც ჩვენი ვებსაიტის მოდულებითა და მომსახურებით სარგებლობთ, ინფორმაციის მიმოცვლა ხდება საიტსა და მომხმარებელს შორის. ეს გვერდი განკუთვნილია იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ საიტის გამოყენების წესები, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, საიტზე პროდუქციის განთავსების და შეძენის პირობები. საიტზე დარეგისტრირებით და/ან მმართველი კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ანვეთანხმები პირობებსუჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზეაღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა. თქვენს მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ნივთის დაბრუნების პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ნივთის დაბრუნების პოლიტიკას. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის და ნივთის დაბრუნების პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის არსებული გარიგების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.

  1. ტერმინების განმარტება
    • საიტი - ვებსაიტი www.klubik.ge

მმართველი კომპანია - ვებსაიტის www.klubik.ge- მფლობელი კომპანია, შ.პ.ს. კლუბიკ“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, /: 402060595).

მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს საიტის ფუნქციებს, რაც მოიცავს საიტზე პროდუქციის ძიებას და შეძენას, სხვა მოსახურებით სარგებლობას.

მყიდველი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის შეძენას საიტის მეშვეობით.

გამყიდველი მმართველი კომპანია ან ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საიტის მეშვეობით ყიდის პროდუქციას.

განცხადება - საიტზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის (რაც მოიცავს ნებისმიერ მომსახურებას და ნივთს) შესახებ.

პროდუქცია - საიტის მეშვეობით გასაყიდად შეთავაზებული ნებისმიერი მომსახურება ან ნივთი.

ავტორიზებული გამყიდველი - იურიდიული პირი, რომელიც საიტის მეშვეობით პროდუქციას ყიდის როგორც საიტზე რეგისტრაციის, ასევე მმართველ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიმართაც საიტზე შემოთავაზებულია დამატებითი მომსახურებები, როგორიც შესაძლოა იყოს მაგ.: განვადება, გარანტია, მიტანის მომსახურება. როდესაც მმართველი კომპანია მოქმედებს, როგორც გამყიდველი, ის, ასევე, უფლებამოსილია, იმოქმედოს როგორც ავტორიზებულმა გამყიდველმა. თუ ტექსტი პირდაპირ არ მიუთითებს ავტორიზებულ გამყიდველზე/სხვაგვარ წესს არ ადგენს ავტორიზებულ გამყიდველთან მიმართებით, მითითებაგამყიდველზემოიცავსავტორიზებულ გამყიდველსაც“.

  1. ზოგადი პირობები
    • წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები არეგულირებს მმართველი კომპანიის საიტით სარგებლობის პირობებს. ავტორიზებულ გამყიდველსა და მმართველ კომპანიას შორის ურთიერთობა დამატებით დარეგულირდება ხელშეკრულებით, რომელსაც, წინამდებარე პირობებთან შეუსაბამობისას, უპირატესი ძალა ექნება ავტორიზებულ გამყიდველსა და მმართველი კომპანიის ურთიერთობასთან მიმართებით.
    • მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა, დაიცვას წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები და ასევე კონკრეტული პროდუქციის შესაბამის აღწერაში მითითებული წესები.
    • საიტით მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც რომელიმე მოქმედი იურისდიქციის კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ან ეზღუდებათ მომსახურების მიღება ინტერნეტით. მმართველი კომპანია არ აპირებს, მომხმარებლებს დაარღვევინოს ნებისმიერი მოქმედი კანონი. საიტის მოხმარებით მომხმარებლები თანხმობას იძლევიან, რომ მათ მიერ მომსახურების გამოყენება შესაბამისობაშია ყველა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციის და დებულების, მათ შორის საგადასახადო, წესებთან. მმართველი კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია გადაამოწმოს მისი იურისდიქციის შესაბამისი კანონმდებლობა საიტზე დარეგისტრირებამდე და მომსახურების მიღებამდე.
    • მმართველი კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებლების წინასწარი თანხმობის გარეშე, შეიტანოს ცვლილებები მოხმარების პირობებსა და წესებში. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მმართველი კომპანია განაახლებს წინამდებარე წესებს და შეცვლის ბოლო განახლების თარიღს. მოდიფიცირებული წესები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების შემდეგ. მომხმარებელი პასუხისმგებელია, პერიოდულად ეწვიოს საიტს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს მოხმარების პირობებსა და წესებს. წესებში ცვლილებების შეტანის შემდეგ საიტით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ცვლილებებს.
    • საიტით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მმართველმა კომპანიამ დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
    • მომხმარებელს არ აქვს უფლება, მესამე პირს გაანდოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი. კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა აპარატზე, ისევე როგორც ინტერნეტზე წვდომის ლოკაციაზე ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე, მომხმარებლის სახელის კომბინაციის, რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის მეშვეობით ანგარიშის გატეხვაზედა ნებისმიერ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ განუცხადოს მმართველ კომპანიას ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე.
    • მომხმარებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს საიტი იმგვარად, რაც ხელყოფს მმართველი კომპანიის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ვებსაიტის შინაარსის ნებისმიერი რეპროდუქცია, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა აკრძალულია. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია, მომსახურების ფარგლებში, რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა ნებადართულია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ მომხმარებლის პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.
    • ინტეგრირებული მომსახურების (როგორიცაა მაგალითად განვადება, სესხის დამტკიცება და .შ.) მომწოდებლების პირობები ავსებს წინამდებარე პირობებს მანამ, სანამ ისინი არ ეწინააღმდეგება წინამდებარე პირობებს. ნებისმიერი ასეთი ინტეგრირებული მომსახურების გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება და პასუხისმგებელია ამ პირობების დაცვაზე. წინამდებარე მომსახურების პირობებსა და ნებისმიერი სხვა ინტეგრირებული მომსახურების პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, წინამდებარე პირობებს მიენიჭება უპირატესობა მმართველ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობისას
  2. მმართველი კომპანიის უფლებები და მოვალეობები
    • მმართველი კომპანია არ ერევა არცერთი მოლაპარაკების შინაარსსა და პირობებში, რომელიც გამყიდველსა და მყიდველს შორის მიმდინარეობს. მმართველი კომპანია წარმოადგენს შუამავალს გამყიდველსა და მყიდველს შორის. მმართველი კომპანია არ არის არცერთი განცხადების ავტორი, ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი, მყიდველი ან მრჩეველი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს როგორც გამყიდველი. იმ ურთიერთობასთან/პროდუქციასთან მიმართებით, რომლის მიმართაც მმართველი კომპანია მოქმედებს, როგორც გამყიდველი, მასზე წინამდებარე წესები გავრცელდება იმგვარად, როგორც გავრცელდებოდა გამყიდველზე.
    • თითოეული განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, მმართველი კომპანია უზრუნველყოფს მის შესაბამის კატეგორიაში განთავსებას.
    • მმართველი კომპანია არ იძლევა გარანტიას და პასუხს არ აგებს საიტზე განთავსებულ განცხადებაში მითითებული პროდუქციის უფლებრივ/ნივთობრივ ნაკლზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე და აღწერაში მითითებულ ინფორმაციასთან შესაბამისობაზე/სიზუსტეზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს, როგორც გამყიდველი. 
    • წინამდებარე ვებსაიტის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში, მმართველი კომპანია უფლებამოსილია, წაშალოს შესაბამისი ან ყველა განცხადება და დაბლოკოს დამრღვევი მომხმარებლის IP მისამართი. მომხმარებლისთვის საიტზე წვდომის შეზღუდვისას, მმართველი კომპანია/საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მომხმარებელს არ დაუბრუნოს ანგარიშზე არსებული ვირტუალური ბალანსის შესაბამისი თანხა. ანგარიშზე არსებული ვირტუალური ბალანსის შესაბამისი თანხა მომხმარებელს ასევე არ უბრუნდება, თუ მომხმარებელი ნებაყოფლობით გააუქმებს რეგისტრაციას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მომხმარებელი თავადაა პასუხისმგებელი, გახარჯოს გამოუყენებელი ბალანსი რეგისტრაციის ნებაყოფლობით გაუქმებამდე. წინამდებარე წესებზე დათანხმებით, მომხმარებელი უარს აცხადებს აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველი კომპანიისადმი პრეტენზიების გამოთქმაზე მომავალში, ნებისმიერ მოქმედ კანონზე დაყრდნობით.
    • ნებისმიერი განცხადება, რომელიც საიტზე მოხმარების წესების დარღვევით განთავსდება, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, დაიბლოკება მომხმარებლის IP მისამართი.
    • დაშვებულზე მეტი ოდენობით საიტზე უფასოდ განცხადების განთავსების მიზნით, ერთი და იმავე პირის მიერ, სხვადასხვა მომხმარებლის სახელით განცხადების განთავსების შემთხვევაში, მმართველი კომპანია/საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, წაშალოს ყველა განცხადება და დაბლოკოს ამ პირის IP მისამართი. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტში აღნიშნული ქმედებით კომპანიას მიადგა მატერიალური ან/და არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, კომპანია უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სრულად.
    • მმართველი კომპანია ვალდებულია, შეასრულოს მომხმარებლის მიერ ფასიანი (პრემიუმ) მომსახურებებით სარგებლობისთვის დადგენილი პირობები (მათ შორის მომხმარებლის ანგარიშზე ვირტუალური ბალანსის შესავსებად თანხის ჩარიცხვა), რომელიც აღწერილია შესაბამისი მომსახურების გვერდზე.
    • მმართველი კომპანია ან/და საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული განცხადების ლეგალურობაზე. თუმცა, მმართველი კომპანია/საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, არ განათავსოს ან დაუყოვნებლივ წაშალოს განცხადებები, ან შეუზღუდოს მომხმარებელს საიტზე წვდომა, თუ:
      • ერთი და იგივე მომხმარებელი განათავსებს ორ ან მეტ იდენტურ განცხადებას.
      • განცხადება არის მცდარი, არაზუსტი და მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში.
      • შეიცავს ინფორმაციას მოპარული, ან სხვაგვარად არაკანონიერი გზით მოპოვებული პროდუქციის შესახებ. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნებისთვის, მმართველი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას, ნივთის საიტზე განთავსებისას, გამოიძიოს ან დამატებითი კვლევა ჩაატაროს ნივთის კანონიერი ფლობის შესახებ, თუმცა, ეს პუნქტი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ნებისმიერი წყაროდან ცნობილი გახდება ამგვარი გარემოების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მმართველი კომპანია/ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ერთპიროვნულად, დაუყოვნებლივ ისარგებლოს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული უფლებით, რაც გულისხმობს  განთავსებაზე უარს, მის წაშლას ან წვდომის შეზღუდვას  და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვიტოს ერთპიროვნულად, მისცეს თუ არა მომხმარებელს უფლება, განათავსოს/განაახლოს განაცხადი/დაიბრუნოს წვდომა, თუ მომხმარებელი მას დოკუმენტაციით ან სხვა ლეგიტიმური საშუალებით დაუმტკიცებს, რომ პროდუქცია მას კანონიერად ეკუთვნის.
      • ლახავს მესამე პირთა მატერიალურ და არამატერიალურ უფლებებს.
      • არის შეურაცხმყოფელი და რაიმე ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციული შინაარსის.
      • შეიცავს განცხადების ობიექტისგან განსხვავებულ აღწერას.
      • შეიცავს პორნოგრაფიულ, თამბაქოსთან, ალკოჰოლთან ან საიტის ადმინისტრაციის მიერ განთავსებისას ნებისმიერ ავტომატურად დასაბლოკი კატეგორიის პროდუქციასთან დაკავშირებულ შინაარსს.
      • არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს.
  3. რეგისტრაციის/საიტზე ავტორიზაციის წესები
    • მომხმარებელი რეგისტრაციას გაივლის საიტზე რეგისტრაციის გვერდზე მითითებული წესების დაცვით.
    • რეგისტრაციის გამარტივების მიზნებისთვის, საიტი იძლევა შესაძლებლობას, რომ მომხმარებელმა საიტზე ავტორიზაცია გაიაროს საბანკო ანგარიშის/საბანკო ბარათის მეშვეობით.
    • მომხმარებელი ვალდებულია, რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას, მმართველი კომპანია იტოვებს უფლებას, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
  4. განცხადების განთავსება
    • საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა და საიტის მოხმარების წესებზე დათანხმება, რაც მოიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე დათანხმებასაც.
    • მომხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული განცხადების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
    • განცხადების განთავსებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს პროდუქციის რეალიზაციის უფლება.
    • საიტზე განცხადების განთავსების უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ ან 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს.
    • მომხმარებელი ვალდებულია, ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის შესახებ განცხადებაში განათავსოს განცხადების განთავსების შესაბამის გვერდზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. გასაყიდი პროდუქცია სრულად უნდა შეესაბამებოდეს განცხადებაში განთავსებულ აღწერას. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული მახასიათებლები არ შეესაბამება პროდუქციას და ამ ფაქტით კომპანიას მიადგა მატერიალური ან/და არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, მომხმარებელი ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს აღნიშნული ზიანი სრულად.
    • ერთ მომხმარებელს შეუძლია საიტზე განათავსოს თვეში 10 უფასო განცხადება. 10 უფასო განცხადების განთავსების შემდგომ, ყოველი მომდევნო განცხადების განთავსების ღირებულება შეადგენს 10 თეთრს. ამასთან, დაუშვებელია განცხადებების დუბლირება. ყოველი განცხადების შინაარსი უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.
    • განცხადება საიტიდან წაიშლება განთავსებიდან 30 დღის შემდეგ, თუ მომხმარებელმა არ განაახლა ის (განახლება შესაძლებელია საიტზეგანახლებისფუნქციის გამოყენებით).
    • ფასიანი მოდულების/მომსახურებების შესახებ ინფორმაცია და პირობები განთავსებულია საიტის შესაბამის გვერდზე.
    • მომხმარებელი ვალდებულია, განცხადება საიტზე განათავსოს საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე საიტის მოხმარების წესების დაცვით.
    • გამყიდველს ეკრძალება განცხადებაში მითითებულისაგან განსხვავებული პროდუქციის განთავსება/რეკლამირება, ან განცხადებაში სხვა საიტის მისამართის მითითება. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს, წაშალოს ყველა მსგავსი განცხადება ან/და დაბლოკოს მომხმარებელი. ასევე, თუ აღნიშნული ქმედებით კომპანიას მიადგა მატერიალური ან არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, გამყიდველი ვალდებულია, აანაზღაუროს აღნიშნული ზიანი სრულად.
    • გამყიდველი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე მის მიერ განთავსებული განცხადების ლეგალურობაზე, განთავსებული პროდუქციის ნებისმიერ უფლებრივ/ნივთობრივ ნაკლზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე და აღწერაში მითითებულ ინფორმაციასთან შესაბამისობაზე/სიზუსტეზე.
  5. პროდუქციის ყიდვა
    • პროდუქციის შესასყიდად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პროდუქციის შესაბამის გვერდზე განთავსებულ ინსტრუქციას.
    • პროდუქციის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით, თუკი შესაბამისი მითითება მოცემულია პროდუქციის აღწერილობის გვერდზე. ასეთ შემთხვევაში, განვადების ხელშეკრულება იდება პარტნიორ ბანკსა და მყიდველს შორის.
    • საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვის შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქციის წესებში/აღწერილობაში მითითებული წესით.
    • მმართველი კომპანია არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას და არ გასცემს არანაირ გარანტიას საიტის მეშვეობით შეთავაზებულ პროდუქციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს როგორც გამყიდველი. იმ შემთხვევაში, თუ თავად გამყიდველი ავრცელებს გარანტიას შესასყიდ პროდუქციაზე, ამგვარი მითითება აისახება ვებსაიტის შესაბამის ველში.
    • პროდუქციის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული წესები იხილეთ ნივთის დაბრუნების პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტში.
  6. არასრულწლოვანი პირები
    • ვებსაიტის მომსახურებები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც, რომელიმე იურისდიქციით, მომსახურებათა გამოყენებასთან დაკავშირებით, არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება, ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ მომსახურებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.  

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია ამასთან მიმართებით. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდეჩვენ უფლება გვაქვს, არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ

  1. სხვა პირობები
    • საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პირობა (მათ შორის მიტანის/დამონტაჟების პირობები (ასეთის არსებობისას) მითითებული იქნება პროდუქციის წესების/აღწერილობის გვერდზე და წინამდებარე პირობებთან ერთად, სავალდებულო იქნება შესასრულებლად როგორც გამყიდველისთვის, ისე მყიდველისთვის.